TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
შოთა არველაძე - მწვრთნელები კი მოდიან და მიდიან, მაგრამ შექმნილი სისტემა არსად გაქრება
  • შოთა არველაძე - მწვრთნელები კი მოდიან და მიდიან, მაგრამ შექმნილი სისტემა არსად გაქრება

    შოთა არველაძემ და მისმა ქართულმა სამწვრთნელო სტაფმა ტაშკენტის „პახტაკორი“ თავაწეულებმა დატოვეს. სამი წლის განმავლობაში მოიპოვეს ხუთი ტიტული.

    ეს ის მიღწევებია, რის გამოც ქართველმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ კლუბში საკუთარი მისია ამოიწურა და ახალ კლუბში მუშაობა სურს.


    შოთა არველაძემ უზბეკეთის ჩემპიონი კლუბის ვებ-გვერდთან „პახტაკორში“ მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ კლუბში წასვლამდე ბევრი ისეთი საკითხი მოაგვარა, რაც მის შემცვლელს საქმიანობას გაუადვილებს.

    „ეს სეზონი ყველასთვის რთული აღმოჩნდა. მადლობა ყველას, ვინც ჩემთან მუშაობდა. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და იმედი მაქვს, რომ ყველაზე რთული წელი უკან მოვიტოვეთ. ისეთი გუნდები, როგორიცაა „პახტაკორი“, სრულყოფისკენ უნდა ისწრაფვოდეს. საერთო დონე ამის შემდეგ გაიზრდება. კარგი სეზონი გვქონდა. მწვრთნელები კი მოდიან და მიდიან – ჩემი ჩათვლით. მაგრამ მათგან ბევრიც რჩება. შექმნილი სისტემა არსად გაქრება. ყოველთვის უნდა ცდილობდე, უკეთესი გახდე. უმაღლესი ხარისხისკენ სწრაფვა აუცილებლობაა. „პახტაკორის“ მომავალი წლის გეგმები გასაგებია. მოთამაშეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა, შეირჩა შეკრების ადგილი. ამხანაგურ მატჩებს გავმართავთ ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორებიც არიან „ზენიტი“ და მოსკოვის „სპარტაკი“. დაგეგმილია, რომ აკადემიას მუდმივი ყურადღება მიექცევა. ჩვენ გვაქვს გეგმები და ბიუჯეტი. ყველამ იცის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა სერიოზულ მომზადებას მოითხოვს“, – განაცხადა შოთა არველაძემ.

    ბოლო ინფორმაციით, უზბეკური კლუბიდან წამოსულ ქართველ სპეციალისტს თურქეთის, ნიდერლანდების, ჩინეთისა და არაბეთის კლუბები იწვევენ.


    1tv
    100 ნახვა
    სარეკლამო ადგილი
    23-12-2020, 10:57