თეგებით ძიება

საზარელი მკვლელობა თელავში - დაკავებულია 24 წლის ბიჭი

საზარელი მკვლელობა თელავში - სამართალდამცავებმა დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მკვლელობისთვის 24 წლის ბიჭი დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფშაველში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, 1 პირი - 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, 1982 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა