თეგებით ძიება

ნოდარ მელაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

“ტვ პირველის” ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ჟურნალისტი შსს-ში 15 მარტს 11:00 საათზე სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზეა დაბარებული, ხოლო 16 მარტს ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული აუდიოჩანაწერის საქმეზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, 6 მარტს “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემამ “ნოდარ მელაძის შაბათი” ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა.

პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით 9 მარტს დაიწყო.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ლევან მამალაძემ ინფორმაცია გაავრცელა, ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ.

ტელეკომპანია "იმედზე" ბერა ივანიშვილი სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერების შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ავთენტური იყო თუ არა აუდიოჩანაწერები, ბერა ასე პასუხობს:

ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმე მას ან მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს, ახლაც პასუხს მოსთხოვს.

11 მარტს სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა მისცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა