თეგებით ძიება

„თოვლის“ ტორტი

ინგრედიენტები:

ფქვილი - 100 გ

კვერცხი - 4 ც.

შაქარი - 150 გ

ხაჭო - 500 გ

დაკონსერვებული ატამი - 700 გ

შაქრის პუდრი - 100 გ

ჟელატინი - 15 გ

ნაღები - 180 მლ

სახამებელი - 8 გ

ვანილი

მომზადება:

1. თქვიფეთ კვერცხი შაქართან. დაამატეთ ფქვილი და სახამებელი და კარგად აურიეთ. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

2. ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში. გაადნეთ წყლის აბაზანაზე. ხაჭო გახეხეთ საწურში და გადაურიეთ დაკონსერვებული ატმის სიროფს. დაამატეთ შაქრის პუდრი, ვანილი, ათქვეფილი ნაღები და ჟელატინი. კარგად აურიეთ.

3. გამომცხვარი ბისკვიტი მოათავსეთ ფორმაში. ზემოდან გაანაწილეთ ატმის ნაჭრები და მოასხით ხაჭოს მასა. შედგით მაცივარში 6 საათით. მორთეთ ატმით და სიროფით.

gurmania.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა