თეგებით ძიება

„ზურგზე ერთი თავისუფალი ადგილი არ ჰქონდა, სადაც ანთებული სიგარეტით არ ამოუწვეს ხორცი.. მისი მშობლები რომ გაამწარეს, ლამაზი, ახალგაზრდა ქალი დააქვრივეს ეს იყო სისასტიკე“ - თამრიკო კიკაბიძე

ექიმი თამრიკო კიკაბიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის შესახებ წერს, რომელიც ციხეში უმძიმეს პირობებში იხდიდა სასჯელს.

როგორც ექიმი წერს, ციხეში ცოლი 1 წლისა და 2 თვის შემდეგ შეუშვეს სანახავად, მისი 2 შვილი კი საერთოდ არ უნახავს.

ექიმი, სულხან მოლაშვილის ციხეში გატარებულ დღეებზე დეტალურად წერს.

„52 წლის გახდებოდა დღეს. აი, ეს იყო თვალით უნახავი სისატიკე!

საჭმელზე უარს რომ არ ამბობდა და ოჯახს აკრძალული ჰქონდა სადილის შეგზავნა. ციხის საჭმელიც რომ არ შეჰქონდათ და აშიმშილებდნენ. მეზობლის საკნიდან ერთი ნაჭერი ხაჭაპური რომ მიაწოდეს და ბადრაგმა პირიდან ლუკმა გამოუღო და დასახიჩრებამდე ურტყა.. ეს იყო სისასტიკე!

ცოლი დაპატიმრებიდან ერთი წლის და 2 თვის შემდეგ რომ ანახვეს და შვილებს საერთოდ რომ არ ანახვებდნენ,

ჯერ ლაპარაკი რომ არ იცოდა პატარა შვილმა და ზღულაძემ რომ ბრძანა, ციხიდან ინფორმაციას გაიტანს ბავშვი და ვერ ვანახებთო, ეს იყო სისასტიკე! ცემაში გონებას რომ კარგავდა ყოველ დღე რამდენჯერმე, ის იყო წამება!

ამის ჩამდენები ზუსტად იგივე პირობებში უნდა იხდიდნენ სასჯელს! და არა ისე, როგორც ახლა. სამვარსკვლავიანი სასტუმროს პირობებში, წამოწოლილები რომ არიან თბილად. ვაი.., ყველა არხი არ ანახვებს მათ საკნებში?

შვილები დროზე მოინახულეს? სადილი ხომ არ გაუცივდათ?

ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის გული შეიძლება გაჩერდეს ყოველ წამს" - წერს თამრიკო კიკაბიძე.

ინფორმაციისთვის, სულხან მოლაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თანხის მითვისების ბრალდებით 2004 წელს დააკავეს. მისი დაკავებიდან მოკლე ხანში საზოგადოება შოკში ჩააგდო წინასწარი დაკავების საკანში გადაღებულმა ფოტოებმა, რომლებზეც ნაწამები მოლაშვილი იყო აღბეჭდილი.

ის 2016 წლის, 29 ივნისს გარდაიცვალა.

წყარო - digest





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა