თეგებით ძიება

სავარაუდო თავდასხმა ბანკზე - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაცით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ნიღბიანი პირი "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა.

მედიის ცნობით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდებიან და სავარაუდოდ, ისინი მძარცველების კვალზე დგანან.

ამ წუთებში ბანკის შენობაში, ბანკის თანამშრომლები თავისუფლად გადაადგილდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ იყო თავდასხმა, ამ წუთებში თავდამსხმელი ბანკში აღარ იმყოფება.

შს სამინისტროში ინფორმაციას ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა