თეგებით ძიება

კახეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა