თეგებით ძიება

დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 16 წლის ბიჭი ბრალს არ აღიარებს

თბილისსში, სანზონაში 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 16 წლის მოზარდი ბრალს არ აღიარებს.

არასრულწლოვანი დღეს ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ მოინახულა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი განზრახ მკვლელობას, რაზეც არის გამოძიება დაწყებული, არ აღიარებს აღნიშნულ ფაქტს. რაც შეეხება დეტალებს, საქმის მასალები როდესაც გადმომეცემა, უკვე შემეძლება საუბარი აღნიშნულთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით, ვერც გოგოსთან დაკავშირებულ მოტივს და ვერც სხვა მოტივს, იმიტომ რომ საქმის მასალებს არ ვიცნობ,"- განაცხადა დაკავებულის უფლბადამცველმა.

დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმეზე, სამართალდამცველებმა დააკავეს 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფრმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა