თეგებით ძიება
08. 08. 2022 News-ები

კორპუსიდან კაცი გადავარდა და გარდაიცვალა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მე-4 სართულიდან 40 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მე-4 სართულის აივნიდან გადმოვარდა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, მამაკაცი მათთან გაჩერებული გულით შეიყვანეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილში დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები კლინიკაში განაგრძეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა