27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ფინანსურად თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება. ახალი იდეების დახმარებით თქვენს მიზნებს განახორციელებთ. მოგზაურობისას ყურადღებით იყავით, შესაძლოა ნივთები დაკარგოთ. აკადემიურ სფეროში თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება. საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო დროს გაატარებთ.
კურო
თუ ცვლილებები გინდათ არ შეგეშინდეთ ნაბიჯის წინ გადადგმის. მემკვიდრეობით შესაძლოა დიდი ქონება მიიღოთ. სამსახურში თქვენი შრომა სათანადოდ არ დაფასდება, რაც გულს გატკენთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაგიუმჯობესდებათ. თაყვანისმცემელი სიყვარულს აგიხსნით.
ტყუპები
ჯანსაღი კვება და ვარჯიში დაგეხმარებათ ჯანმრთელობის პრობლემები მარტივად მოაგვაროთ. ინვესტიცია არც ისე წარმატებული აღმოჩნდება. მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება. უძრავი ქონების დავა თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. რომანტიკულ ფრონტზე საინტერესო ცვლილებებია მოსალოდნელი.
კირჩხიბი
ოჯახის წევრები ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ახალი ინვესტიცია თქვენს შემოსავალზე დადებითად აისახება. სამსახურში გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით, რათა შემდგომ არ ინანოთ. ახალი წამოწყება დიდ აღიარებას მოგიტანთ. უცხო ადამიანი თქვენს მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს.
ლომი
დღეს თავს ენერგიულად იგრძნობთ და ყველა დავალებას წარმატებით შეასრულებთ. ოჯახში არსებული უთანხმოება მარტივად მოგვარდება. კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მიაღწევთ, რაც თქვენს თვითშეფასებას გაზრდის. გამორიცხული არ არის ახალი სახლის მეპატრონე გახდეთ.
ქალწული
დიეტის დახმარებით სასურველ ფორმას მიაღწევთ. პროფესიულ და პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად ვითარდება. მოგზაურობა ახალ თავგადასავლებს მოგიტანთ და საინტერესო იდეებით შთაგაგონებთ. ფინანსურად შესაძლოა კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ გამოსავალს მარტივად იპოვით.
სასწორი
ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. ქონებრივი დავა დიდი ალბათობით თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. თუ დიდ ოჯახში ცხოვრობთ შესაძლოა უფროს წარმომადგენლებთან მცირე კამათი მოგივიდეთ. დღეს თავს ემოციურად იგრძნობთ და შესაძლოა ყველაფერზე მარტივად გაღიზიანდეთ.
მორიელი
სამსახურში უფროსების მხრიდან წნეხი თქვენს მენტალურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. მეგობრებთან ერთად მოგზაურობა დაუვიწყარი აღმოჩნდება. შეყვარებული რომანტიკულ ვახშამს მოგიწყობთ.
მშვილდოსანი
ჯანმრთელობის პრობლემამ , რომელიც ადრე გაწუხებდათ შესაძლოა თავის შეგახსენოთ. აკადემიურ საქმიანობაში თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება. ქალაქგარეთ მოგზაურობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდება. ახალი შემოსავლის დახმარებით ფინანსურ კრიზის მარტივად მოაგვარებთ.
თხის რქა
სამსახურში შესაძლოა თქვენი გეგმები ვერ შეასრულოთ და შენიშვნა მიიღოთ. სოციალურ სფეროში თქვენი პოპულარობა გაიზრდება. გამორიცხული არ არის ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ წახვიდეთ დასასვენებლად. ახალი ნაცნობობა ხანგრძლივ რომანში გადაიზრდება.
მერწყული
სამსახურში ახალ პოზიციას შემოგთავაზებენ და უარი არ თქვათ. საკუთარი გეგმები განახორციელეთ და არ თქვათ თქვენს ოცნებებზე უარი. გარიგება, რომელსაც ელოდით შესაძლოა ვერ გააფორმოთ. უძრავი ქონების შესაძენად შესაფერისი დროა. საყვარელ ადამიათან გატარებული ყოველი წამი გაგაბედნიერებთ.
თევზები
სამსახურში სწორი გეგმის და ხანგრძლივი შრომის დამსახურებით უფროსების მხრიდან დიდ პატივისცემას დაიმსახურებთ. მზარდი ხარჯები თქვენს ფინანსებზე უარყოფითად აისახება. სახლში ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ. ამ ეტაპზე ახალი ურთიერთობისთვის მზად არ ხართ.