თეგებით ძიება
04. 09. 2022 სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება - ქართველმა ფეხბურთელმა ყველა აღაფრთოვანა

ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პერიოდულად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება.

„რუსეთში მოღვაწე, ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფინანსური მხარდაჭერით, 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან, შშმ პირებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს. სასაჩუქრე ვაუჩერი 100 ოჯახს გადაეცა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ხვიჩა კვარაცხელიას თანადგომისთვის!“ – წერია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გავრცელებულ ცნობაში.

ერთი თვის წინ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და საფეხბურთო კლუბ „თელავის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 150 ოჯახისათვის 25 ათასი ლარის ღირებულების სურსათი შეიძინა. ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 18 წლის მეკარე ლუკა მიქაია ზუგდიდის ათ შეჭირვებულ ოჯახს 500-ლარიანი პაკეტით დაეხმარა.

პანდემიის დროს კორონავირუსთან ბრძოლისთვის სფფ-მ 100 000 ლარი გამოყო. ამას გარდა, საფეხბურთო გუნდებმაც თავისი როლი ითამაშეს მოქალაქეთა დახმარებაში. ეს მაგალითები ამტკიცებს, რომ სიკეთე გადამდებია.

წყარო: sportsvideos.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა