თეგებით ძიება
04. 09. 2022 სპორტი

„კონტრაქტს რომ მოაწერა ხელი, სახლში დავპატიჟე ჩაის დასალევად...“ - რას ჰყვება „ნაპოლის“ მწრთვნელი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

„ლაციოსთან“ გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ცხოვრებაში ძალიან მორცხვია, თუმცა მოედანზე ძალიან თავდაჯერებული.

„კონტრაქტს რომ მოაწერა ხელი, სახლში დავპატიჟე ჩაის დასალევად. მას შეუძლია ბურთის კონტროლი და ამას სუფთად აკეთებს, მაგრამ ისეთი მორცხვია… არასოდეს სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ როცა ფეხბურთს თამაშობს, ძალიან თავდაჯერებულია. რაც შეეხება დღევანდელ მატჩში გაკვირვებული ვარ თუ არა კვარაცხელიათი, მე უფრო ის მიკვირს, რომ მან მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი რომ ვერ გაიტანა, რადგან ის ძალიან ტექნიკურია“, - განაცხადა სპალეტიმ

ცნობისთვის, 3 სექტემბერს ლაციო ნაპოლის თამაში გამიმართა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლი გაიტანა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა