თეგებით ძიება
04. 09. 2022 სპორტი

დაბრუნებაც ასეთი უნდა - ლაშა ბექაური ობერვარტის ღია პირველობის გამარჯვებულია

ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ დღეს პირველად გამოვა შეჯიბრებაზე. ქართველმა სპორტსმენმა დაბრუნება ტრიუმფით აღნიშნა - მან ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველ ძიუდოისტს (90 კგ) 400-დღიანი პაუზა ჰქონდა და ტატამიზე შესანიშნავად დაბრუნდა, რადგან ყველა შეხვედრა იპონით მოიგო. ლაშამ მონტენეგროელი ნოვო რაიჩევიჩი, უნგრელი როლანდ გოზი და ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი დაამარცხა, ხოლო ფინალში ასევე ავსტრიელ ვაშიდ ბორჩაშვილსაც იპონით აჯობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა