თეგებით ძიება
04. 09. 2022 სპორტი

"ჰორიზონტზე გამოჩნდა კვარას კომეტა... კვარაცხელია თავის ვარსკვლავს მარადიულ ქალაქში აკაშკაშებს" - რას წერს "ნაპოლი" კვარაცხელიაზე?

ჰორიზონტზე გამოჩნდა კვარას კომეტა - ასე წერს იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდი „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ.

"ნაპოლი“ „ლაციოს“ ფრთებზე მაღლა დაფრინავს და ადის "ოლიმპიკოს" სახურავზე ორი K-ს წყალობით. K კიმ მინ-ჯე, რომელიც ამომავალ მზეს რომის ცისკენ უძღვება. მეორე K - კვარაცხელია, რომელიც თავის ვარსკვლავს მარადიულ ქალაქში აკაშკაშებს. „ნაპოლიმ“ „ლაციო“ საოცარი და სანახაობრივი ქამბექით დაამარცხა. ჰორიზონტზე გამოჩნდა კვარას კომეტა, რომელმაც დედაქალაქი ცისფერ ფერში შეღება", - წერია ნეაპოლური გუნდის საიტზე მატჩის მიმოხილვაში.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 11 ქულით სერია A-ს „მილანთან“ ერთად ლიდერობს. ხვიჩას ნაპოლის რიგებში გატანილი გოლებით სერია A-ს ბომბარდირთა სიის სათავეშია. მას 5 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

წყარო: exclusivetv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა