თეგებით ძიება
06. 09. 2022 სპორტი

FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა

FIBA-მ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა. თურქული მხარე საქართველოსთან სათამაშო დროიდან 22 წამის დაკარგვას აპროტესტებდნენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ მატჩის საბოლოო შედეგზე ინციდენტის გავლენის დამტკიცება ვერ შეძლო.

FIBA-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ პარკეტს მიღმა მომხდარ დაპირისპირების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია შესაბამის დისციპლინარულ ზომებს მიმართავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა