თეგებით ძიება
06. 09. 2022 სპორტი

"თურქი გულშემატკივრები უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით" - თორნიკე შენგელია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი, თორნიკე შენგელია თურქეთთან თამაშის დროს მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ თურქულმა მედიამ აგრესიის გაღვიებაში გარკვეული როლი ითამაშა.

"გუშინ ორივე მხარის მხრიდან შეიძლებოდა ამ ინცინდენტის თავიდან არიდება , თუმცა ადამიანები ვართ და პროვოკაციაზე ჩვენი რეაგირება იყო ბუნებრივი.
როცა მოედანზე იწყება კონფლიქტი ის იქვე უნდა დასრულდეს და მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს არ უნდა უბიძგებდე გასახდელში დამატებით ჩხუბის გასაგრძელებლად , მითუმეტეს ოჯახის წევრების, მეგობრების და ათასობით გულშემატკივრის წინაშე.
გარდა ამისა, როცა გასახდელისკენ მივდიოდით არ წყდებოდა შეძახილები და სხვადასხვა ჟესტიკულაციები დამატებით ჩვენს გასაღიზიანებლად.
თურქული მედიის მხრიდან მოხდა განსხვავებული სურათის წარმოჩენა, რამაც გამოიწვია აგრესიის გაღვივება თურქ გულშემატკივრებში და ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით", - წერს შენგელია.

ცნობისთვის. თურქეთ-სქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი 4 სექტემბერს გაიმართა. ქართველმა კალათბურთელებმა დაძაულ ბრძოლაში 88 :83 გაიმარჯვეს. მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლებს შორის თამაშისას დაწყებული დაპირისპირება, შემდეგში გასახდელში გაგრძელდა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა