თეგებით ძიება
10. 09. 2022 სპორტი

მაქსიმალურად შევეცდები რომ ყველა გულშემატკივარმა შეძლოს, რომ ცოცხლად ნახოს თამაში - შოთა არველაძე

"ჰალ სიტის" მთავარი მწვრთვნელი, შოთა არველაძე ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

"მაქსიმალურად შევეცდები რომ ყველა გულშემატკივარმა შეძლოს, რომ ცოცხლად ნახოს თამაში...

დღეს თუ რამე კარგი ხდება, მის ირგვლივ არის. ძალიან ბევრ ადამიანს აბედნიერებს. ცოტა არაორდინარული გადაწყვეტილებები აქვს, რაც გაოცებს. ცოტა რთულად დასანახია, რის გაკეთებას აპირებს და ეს ხალხს აოცებს. პირველ თამაშზე როდესაც გოლი შეაგდო, მაგ დროს ერთი სხვა პასი გააკეთა და მივწერე მე მას, რომ ის პასი უფრო ფასობს-თქო.

ასე არ ვიცნობ, თუმცა კომუნიკაცია მაქვს და ყოველთვის მინდოდა, რომ წარმატებული ყოფილიყო. მე და მამამისი ერთად ვთამაშობდით, ძმა ჰყავს პატარა ასეთივე ნიჭიერი. მინდა ბევრმა ნახოს მისი ეს წარმატება“, - ამბობს შოთა არველაძე დიანა ტრაპაიძესთან გადაცემაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა