თეგებით ძიება
11. 09. 2022 სპორტი

"ეს ქართველი ბიჭი ვერ გავაჩერეთ...კვარაცხელია მართლაც რომ ტალანტია" - რას წერენ ინგლისელები ხვიჩაზე?

"ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა. კვარაცხელიამ "ლივერპულის" წინააღმდეგ საკმაოდ კარგი შეხვედრა გამართა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.

"ნაპოლიმ" კი მეტოქე 4:1 დაამარცხა და "აიაქსთან" ერთად ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მატჩის შემდეგ ინგლისელმა ქომაგებმა "ლივერპულის" მარცხი ასე შეაფასეს:

"ეს ქართველი ბიჭი ვერ გავაჩერეთ"

"კვარაცხელია მართლაც რომ ტალანტია, არნოლდს ძალიან სუსტი თამაში ჰქონდა"

"საპასუხო მატჩისთვის კლოპმა რამე უნდა მოიფიქროს, ასე არ შეიძლება"

"კვარაცხელია შესანიშნავი ტრანსფერი აღმოჩნდა, ვულოცავ ნაპოლის".

წყარო: newsline.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა