15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ჯანმრთელობის უმჯობესია მიიღოთ ჯანსაღი საკვები. ქონებრივი დავა მშვიდობიანი გზით მოგვარდება. სამსახურში საკუთარი უნარების გამოვლენა მოგიწევთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.
კურო
ჯანსაღი კვება და ვარჯიში სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ. ოჯახის წევრების მხარდაჭერით პროფესიული კუთხით განვითარდებით. მანქანით მოძრაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. სახლში შესაძლოა ყველაფერი თქვენი გეგმის საწინააღმდეგოდ წავიდეს. რომანტიკული ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა.
ტყუპები
სამსახურში კოლეგებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. ფიტნესი სასურველი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ინვესტიცია, რომელიც წარსულში განახორციელეთ სასურველ შედეგს მოგიტანთ. მოგზაურობა, რომელსაც გეგმავდით ძალიან სახალისო იქნება.
კირჩხიბი
კარგი იქნება თუ ხარჯებს შეამცირებთ. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულს ჩაბარდება. ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმეთ და დაისვენეთ. თქვენ ცხოვრებაში შესაძლოა ძველი სიყვარული დაბრუნდეს.
ლომი
სამსახურში საინტერესო წინადადებას მიიღებთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით. გამორიცხული არ არის საცხოვრებელი შეიცვალოთ და ახალი ბინის მეპატრონე გახდეთ. აკადემიურ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწევთ და თქვენი შრომა დაფასდება.
ქალწული
თუ ცვლილებები გინდათ არ შეუშინდეთ ნაბიჯის წინ გადადგმას. კარგი დროა ოჯახთან ერთად პიკნიკი დაგეგმოთ. მოგზაურობა ძალიან სახალისო და საინტერესო იქნება. ფინანსურ კრიზისს მარტივად დაძლევთ. სიყვარული თქვენ ცხოვრებას სრულიად შეცვლის და გააფერადებს.
სასწორი
ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საკუთარ მიზნებზე და სურვილებზე არ თქვათ უარი და დაიწყეთ წინსვლა. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ და თავს ენერგიულად იგრძნობთ. საყვარელ ადამიანთან გატარებული დრო ბედნიერებით აგავსებთ.
მორიელი
ინვესტიციის ჩასადებად ხელსაყრელი დროა. ახალ სამსახურში თქვენი მოტივაცია გაიზრდება და საკუთარ თავზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ. დიდი ხნის უნახავი მეგობრის სტუმრობა ძალიან გაგახარებთ. ახალი რომანი იმაზე ღრმა აღმოჩნდება, ვიდრე გეგონათ.
მშვილდოსანი
სამსახურში კარგი შესაძლებლობა გეძლევათ და ეცადეთ სწორი ნაბიჯები გადადგათ. ოჯახის წევრთან არსებული უთანხმოება წარსულს ჩაბარდება. მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. მოგზაურობისას საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. რომანტიკულ ფრონტზე ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით განხორციელდება.
თხის რქა
პროფესიულ საქმიანობაში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ოჯახში მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ჰარმონია. ახალი შემოსავალი სასურველ ფინანსურ მდგომარეობას შეგიქმნით. ადამიანი, რომელიც ადრე მოგწონდათ თქვენს მიმართ ინტერესს გამოხატავს.
მერწყული
ოჯახის პატარა წევრის წარმატება სიამაყით აგავსებთ. საქმიანი გარიგება, რომელსაც დიდი ხანია ელოდით გაფორმდება. მოგზაურობა განტვირთვის კარგი საშუალებაა. სამსახურში მცირე პრობლემები შეგექმნებათ, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდება. შეყვარებულის საჩუქარი ძალიან გაგახარებთ.
თევზები
კარგი დროა დაფიქრდეთ თქვენ მომავალზე და დასახოთ გეგმები. კოლეგებთან ერთად სასიამოვნო ღონისძიებას დაესწრებით. უმჯობესია ხარჯები შეამციროთ და არ გაფლანგოთ. ოჯახის წევრებთან მცირე კონფლიქტი შეგექმნებათ. თუ ცხოვრების მეგზურს ეძებთ, ცოტახნით მოგიწევთ ლოდინი.