თეგებით ძიება
15. 09. 2022 სპორტი

"მეუბნებოდნენ, რომ ხვიჩა 70-ე წუთისთვის იღლება; რომ ის ქართველია..." - რატომ თქვეს უარი კვარაცხელიაზე ფრანგულმა კლუბებმა?

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლმა "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ გააკეთა კომენტარი:

"ლიგა 1-ის კლუბებს ვურჩიე კვარაცხელიას შეძენა, მაგრამ არავინ დამიჯერა და იმედგაცრუებული დავრჩი. მინდოდა, საფრანგეთში ეთამაშა. მთელი წლის განმავლობაში კლუბებს ვესაუბრებოდი - არ დაინტერესდნენ, სერიოზულად არ მიიღეს ჩემი რეკომენდაციები.

მეუბნებოდნენ, რომ ეს ფეხბურთელი 70-ე წუთისთვის იღლება; რომ ის ქართველია და არა ბრაზილიელი...

შემდეგ ნაპოლიმ იაქტიურა და დღეს ხვიჩას ნაპოლის ფანები აღფრთოვანებაში მოჰყავს. ის რიბერის ანალოგია. მჯერა, რიბერის მსგავსი კარიერა ექნება."

წყარო: newsline.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა