თეგებით ძიება
15. 09. 2022 სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა - ნახეთ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონის უახლესი სტატისკიკა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩ კვარაცხელიამ "რეინჯერსის" წინაღმდეგ თამაშისას რეკორდი დაამყარა.

მატჩი იტალიელთა სასარგებლოდ 3:0 დამთავრდა. 68-ზე ანგარიში მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან გახსნა 85-ზე რასპადორიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, 90+1-ზე კი ნდომბელემ წერტილი დასვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში პირველი პენალტი მოიპოვა - ბურთი "რეინჯერსის“ მცველს ხელში სწორედ ქართველის დარტყმის შემდეგ მოხვდა.

სტატისტიკური ცენტრის OPTA-ს მონაცემნებით კვარაცხელიამ "რეინჯერსის" კარის მიმართულებით 8-ჯერ დაარტყა, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია.

ხვიჩა გამორჩეული იყო ორთაბრძოლების მხრივაც, 16 დაპირისპირებიდან 10-ჯერ ქართველმა მეტოქე დაჯაბნა.

წყარო: goal.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა