თეგებით ძიება
17. 09. 2022 სპორტი

"მილანი" ალბათ კვარაცხელიას გარშემო გალიას გააკეთებს - რას უპირებენ კვარას იტალიაში?

18 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტური გაიმართება. ტურის ცენტრალურ შეხვედრა „მილანსა“ „ნაპოლის“ შორის გაიმართება. მატჩის წინ, ყურადღების ცენტრში "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა.

იტალიური მედია წერს, რომ სტეფანო პიოლი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელს მიაქცევს და მისი შეჩერება უპირველესი ამოცანა იქნება. გამოცემა Corriere del Mezzogiorno წერს: „მილანი“ ალბათ კვარაცხელიას გარშემო გალიას გააკეთებს, კალაბრიას, მესიას უკანდახევით და ბენასერის დახმარებით“.

როგორც ჩანს, „როსონერის“ სამწვრთნელო შტაბი სწორედ ამ სამეულს მიავლენს კვარას მეურვეობისთვის. ასეთი ყურადღება გასაკვირი არაა, ხვიჩა იტალიაში უკვე აღარაა სიურპრიზი და მისი თამაშიდან გამომდინარე, მისდამი ყურადღებას მეტოქეებიც გააორმაგებენ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს „ნაპოლი“ და „მილანი“ 14-14 ქულით ლიდერობენ, ამ გუნდების შეხვედრა კი 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

წყარო: worldsport.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა