თეგებით ძიება
18. 09. 2022 სპორტი

„კვარაცხელია, როგორი გული აქვს!" - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე?

14 სექტემბერს ჩემმპიონთა ლიგის ფარგლებში, "რეინჯერსისა" და "ნაპოლის" თამაში გაიმართა. ამ უკანასკნელმა მეტოქე 3:0 დაამარცხა. 68-ე წუთზე ანგარიში მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან გახსნა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით. მანამდე კი პენალტი ზელინსკიმ ვერ გაიტანა.

ტალიური გამოცემა napolipiu-ის ჟურნალისტმა დომენიკო ვასტანტემ „რეინჯერსი“ – „ნაპოლის“ თამაშის დროს მომხდარ ერთ-ერთ ეპიზოდზე დაწერა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ რთული მომენტის შემდეგ თანაგუნდელი, პიოტრ ზელინსკი გაამხნევა და ყურადღება მისი ადამიანურ ჟესტზე გაამახვილა.

„კვარაცხელია, როგორი გული აქვს! ამაღელვებელი ჟესტი ზელინსკის გასამხნევებლად

გარდა ლამაზი თამაშისა, ხვიჩა კვარაცხელია „რეინჯერსი“ – „ნაპოლის“ მატჩის დროს ლამაზი ჟესტის გმირი გახდა. მალევე, როცა ალან მაკგრეგორმა პიოტრ ზელინსკის ორივე პენალტი აუღო, კამერებმა დააფიქსირეს კვარას ლამაზი ჟესტი. ქართველმა ვარსკვლავმა დაინახა, რომ პიტერ ზელინსკი მის გვერდით დათრგუნული იყო, ჩაეხუტა და გაამხნევა.

„მშვენიერი სცენა, რომელიც მაშინვე გაფიქრებს: კვარაცხელია უკვე დიდი მოთამაშეა და მიუხედავად მცირე ასაკისა (21), პიროვნული თვისებები გააჩნია. არა მარტო მოედანზე გამოირჩევა (უშიშარი დრიბლინგით), ასევე საქციელებითაც, რაც მის ადამიანურ ღირებულებას აჩვენებს. მსგავსი მაგალითები ხელს უწყობს გუნდის გაერთიანებას, ინდივიდუალიზმი განზე რჩება და ერთადერთ პრიორიტეტად გუნდურობას აქცევს“, – წერს დომენიკო ვასტანტე.

წყარო: 1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა