თეგებით ძიება
18. 09. 2022 სპორტი

„მატჩამდე 5 დღით ადრე...“ - რა განცხადებას ავრცელებს ფეხბურთის ფედერაცია?

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მატჩზე სავსე ტრიბუნების მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„მატჩამდე 5 დღით ადრე შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 23 სექტემბერს სტადიონზე“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდების შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა