თეგებით ძიება
19. 09. 2022 სპორტი

სინათლესავით სწრაფია!..რა ფეხბურთელია, მისი განეიტრალება შეუძლებელია - როგორ ახასიათებენ კვარაცხელიას "მილანთან" მოგების შემდეგ?

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე მილანი დაამარცხა (2:1). პირველ გოლში ხვიჩას დიდი წვლილია, რადგან სწორედ მან მოიპოვა პენალტი, რომლის რეალიზება მოგვიენებით პოლიტანომ მოახერხა. გარდა ამისა, ხვიჩამ "მილანელ" 2 მცველს ყვითელიც მიაღებინა.

ქართველი ფეხბურთელის თამაში იტალიურმა მედიამ დადებითად შეაფასა და მან თითქმის ყველა გამოცემისგან 7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

"ჩვეულებრივზე მორიდებული სტარტი ჰქონდა, მერე კი აფეთქდა. მან შესვენებამდე ორ ფეხბურთელს ყვითელი ბარათები მიაღებინა, მერე ეშმაკური თამაში გააგრძელა და პენალტი გამოიმუშავა. რა ფეხბურთელია, მისი განეიტრალება შეუძლებელია", - წერს Eurosport Italia, რომელმაც კვარას 7 ქულა დაუწერა.

"სინათლესავით სწრაფია! მის გასაჩერებლად მილანელებს 2 ყვითელი ბარათი და პენალტი დასჭირდათ", - Corriere Della Sera, რომლისგანაც ასევე 7 ქულა ერგო.

"დრიბლინგებით თამაშის ინერცია შეცვალა, ორი მცველი გააფრთხილებინა და პენალტი მოიპოვა", - წერს La Repubblica, რომელმაც მას 7.5 ქულა მიანიჭა.

"ნომერ პირველი საფრთხე "როსონერის" დაცვისთვის. მან მსაჯს ჯერ კიაერი და კალაბრია გააფრთხილებინა, მერე კი დესტთან პენალტი მოიპოვა", - წერს Calciomercato და ამ შემთხვევაშიც 7 ქულას ვხედავთ.

"პირველ ტაიმში ის ნაპოლის შუქი იყო, რომელიც როგორც კი აინთო, მაშინვე ორივე მეურვე ‘გააყვითლა’. მეორე ტაიმის დასაწყისში კალაბრიას შემცვლელსაც გაუსწორდა და პოლიტანოსთვის პენალტი გამოიმუშავა. შეუკავებელია", - წერს Mediaset და ქართველს ამ გამოცემამაც 7 ქულა დაუწერა.

"ეკალი მილანისთვის, მაშინაც კი, თუ მარტოა ბევრი მოწინააღმდეგის გარემოცვაში. ყვითელი ბარათების მიაღებინა კიაერსა და კალაბრიას, რომლებიც პიოლიმ შესვენებაზე შეცვალა და მერე დესტი სატყუარაზე წამოაგო, როცა კუთხურის ნაცვლად პენალტი მოიპოვა", - წერს Tuttonapoli, რომელმაც ქართველს ასევე 7 ქულა დაუწერა.

"კვარაცხელია 8 ქულას იმსახურებს: შეიძლება ითქვას, რომ "სან სიროზე" ახალი ვარსკვლავი დაიბადა და ის სწორედაც რომ ქართველია", - წერს ჟურნალისტი უმბერტო კიარიელო.

ამ გამარჯვების შედეგად ნაპოლიმ 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ბერგამოს ატალანტასთან ერთად ლიდერობს. კვარას სეზონში შესანიშნავი მონაგარი აქვს - 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.


წყარო: europop.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა