თეგებით ძიება
19. 09. 2022 სპორტი

დიდებული ფეხბურთელია კვარაცხელია - რას აცხადებს "მილანის" მთავარი მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელზე?

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე მილანი დაამარცხა (2:1). პირველ გოლში ხვიჩას დიდი წვლილია, რადგან სწორედ მან მოიპოვა პენალტი, რომლის რეალიზება მოგვიენებით პოლიტანომ მოახერხა. გარდა ამისა, ხვიჩამ "მილანელ" 2 მცველს ყვითელიც მიაღებინა.

"სან სიროზე" გამართული მატჩის შემდეგ "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ თამაში შეაფასა და თავისი გუნდის შედეგით უკმაყოფილება გამოთქვა. რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელს, იტალიელმა სპეციალისტმა შემდეგი რამ განაცხადა:

"კიაერი ყვითელი ბარათის გამო შევცვალე, ხოლო კალაბრია კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშისას დაიღალა. რომ არ დაღლილიყო, მისი ცვლილება გეგმაში არ მქონდა. კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია", - განაცხადა სტეფანო პიოლიმ.

ამ გამარჯვების შედეგად ნაპოლიმ 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ბერგამოს "ატალანტასთან" ერთად ლიდერობს. კვარას სეზონში შესანიშნავი მონაგარი აქვს - 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.

წყარო: crystalsport.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა