თეგებით ძიება
19. 09. 2022 სპორტი

"კვარაცხელია უძლიერესი მოთამაშეა... რატომ დავარტყი პენალტი მე?" - კვარას პენალტებზე პოლიტანოს პასუხი

"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "რეინჯერსთან" და "მილანთან" მოპოვებული პენალტები თანაგუნდელმა პოლიტანომ გოლებად გარდასახა. ჟურნალისტებთან პოლიტანომ განმარტა, კვარას მიერ მოპოვებულ პენალტები თვითონ რატომ დაარტყა.

"ძალიან კარგი და შეკრული გუნდი ვართ. კვარაცხელია უძლიერესი მოთამაშეა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე კიდევ მოუმატებს.

რატომ დავარტყი პენალტი მე? - ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა იმ მომენტში პენალტის დარტყმა. ვერავის დავუთმობდი", - განაცხადა პოლიტანომ.

ცნობისთვის, "ნაპოლიმ" ორივე შეხვედრა მოიგო. ამ გამარჯვებებში კი ქართველი ფეხბურთელის როლი შთამბეჭდავი იყო.

წყარო: goal.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა