თეგებით ძიება
19. 09. 2022 სპორტი

კვარაცხელია სახიფათო და სწრაფი ფეხბურთელია... თამაშით იმედგცრუებულები ვართ - "მილანის" მწვრთნელი

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე მილანი დაამარცხა (2:1). პირველ გოლში ხვიჩას დიდი წვლილია, რადგან სწორედ მან მოიპოვა პენალტი, რომლის რეალიზება მოგვიენებით პოლიტანომ მოახერხა.

"მილანის" თავკაცმა, სტეფანო პიოლიმ "ნაპოლისთან" მარცხის შემდეგ, რომელმაც როსონერის 22-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა, კომენტარი გააკეთა.

„არც მე და არც ჩემი ფეხბურთელები კმაყოფილები არ ვართ. ჩვენ მხოლოდ 1 გოლის გატანა მოვახერხეთ, რაც შექმნილი შანსების რაოდენობიდან გამომდინარე საკმარისი არ არის.

„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ზოგჯერ მეტოქე შენზე კარგად თამაშობს და გამარჯვებას იმსახურებს, თუმცა ნაპოლისთან მატჩზე იმავეს ვერ ვიტყვი. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა გვასწავლის, შექმნილი მომენტები უკეთ უნდა გამოვიყენოთ, უფრო კლინიკურები უნდა ვიყოთ, რადგან გუნდმა ყველაფერი კარგად გააკეთა, მომენტების რეალიზების გარდა.

„კიაერისა და კალაბრიას შეცვლა ? მათ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ უწევდათ თამაში და ორივე გაყვითლებული იყო, ასეთი სახიფათო და სწრაფი მეტოქის წინააღმდეგ კი ყვითელი ბარათით თამაში ძალიან სარისკოა, ამიტომ მე მათი შეცვლა გადავწყვიტე.

„ამასთან ერთად, კალაბრიას კუნთის პრობლემები ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ შევცვლიდი.

„დე კეტლარი ? ვფიქრობ, რომ ეს მიმდინარე სეზონში მისი საუკეთესო მატჩი იყო, მისი პროგრესი წარმოუდგენელია, შარლს დრო სჭირდება, რომ გუნდი კარგად გაიცნოს, მაგრამ ჩვენ მისი ასპარეზობით კმაყოფილები ვართ,“ - განაცხადა სტეფანო პიოლიმ.

ამ გამარჯვების შედეგად ნაპოლიმ 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ბერგამოს "ატალანტასთან" ერთად ლიდერობს. კვარას სეზონში შესანიშნავი მონაგარი აქვს - 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.

წყარო: calcio.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა