თეგებით ძიება
19. 09. 2022 სპორტი

"ყოჩაღ ბიჭებს, რა გამარჯვება მოვიპოვეთ..." - ხვიჩა კვარაცხელია "მილანთან" მოგებას ეხმაურება

18 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე მილანი დაამარცხა (2:1). "სან სიროზე" მოპოვებულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელი ეხმაურება:

„მნიშვნელოვანი 3 ქულა, ყოჩაღ ბიჭებს, რა გამარჯვება მოვიპოვეთ, ახლა ეროვნული ნაკრების დროა“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

ამ გამარჯვების შედეგად ნაპოლიმ 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ბერგამოს "ატალანტასთან" ერთად ლიდერობს. კვარას სეზონში შესანიშნავი მონაგარი აქვს - 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.

ხვიჩა დღეს თბილისში ჩამოვა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ერთა ლიგის C4 ჯგუფში დარჩენილ 2 შეხვედრას ჩაატარებს – 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონაისთან „დინამო არენაზე“, ხოლო 26 სექტემბერს გიბრალტარში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს ესტუმრება.

წყარო: exclusivetv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა