თეგებით ძიება
19. 09. 2022 სპორტი

11 წლის გურჯაანელი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს

გურჯაანელი მოჭადრაკე, დათა ყალაბეგაშვილი, 12 წლამდე მოზარდებს შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს. გურჯაანის საჭადრაკო სკოლის დირექტორის, გია ქიტესაშვილის განმარტებით, დათა ყალაბეგაშვილმა აფრიკის ჩემპიონი უკვე დაამარცხა.

„უძლიერესი შემადგენლობაა, წარმოუდგენლად მაღალი რეიტინგებით, ასაკის მიუხედავად. დათამ ორი ტური უკვე ითამაშა, ერთი მოიგო აფრიკის ჩემპიონთან, ერთი წააგო. 11 წლისაა, მაგრამ მაინც გამოგვყავს მასზე უფროსებთან. ეს უფლება მან მოიპოვა, როცა საქართველოს ჩემპიონი გახდა. დათა ითამაშებს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, რომელიც ნოემბერში, ანტალიაში ჩატარდება. მე იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდება”, - განაცხადა ქიტესაშვილმა.

ჩემპიონატი ბათუმში, 16 სექტემბერს დაიწყო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, 180 ქვეყნის მოჭადრაკე იბრძვის.

ასპარეზობა 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს. მსოფლიო ჩემპიონი 12 წლის მოზარდებს შორის, 28 სექტემბერს გამოვლინდება.

დათა ყალაბეგაშვილმა ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. ის საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია.

11 წლის ჩემპიონს, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის პედაგოგი, ვანო მინდორაშვილი ავარჯიშებს.

მოსამზადებელი პერიოდი, მსოფლიო ჩემპიონატისათვის, დათა ყალაბეგაშვილმა საერთაშორისო დიდოსტატის, დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლაში გაიარა.

წყარო: პრაიმტაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა