თეგებით ძიება
19. 09. 2022 სპორტი

“დავიჯერო, მალდინის კალაძის ნომერი არ ჰქონდა, რომ დაერეკა?... ასე იბადებიან ლეგენდები" - რას წერენ გულშემატკივრები კვარაზე?

18 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანი" დაამარცხა (2:1). "სან სიროზე" “მილანის” წინააღმდეგ ხვიჩა კვარცხელიამ პენალტი მოიპოვა, მცველებს 3 ყვითელი ბარათი მიაღებინა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

სოციალურ ქსელში ფანების დიდი ნაწილი კვარას საოცარ მოთამაშედ და “ნაპოლის” მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევს, თუმცა დღეს მისი თამაში ნაკლებად მოეწონათ.

“კვარა > კრიშტიანუ რონალდო”

“ის დროა, მისი სახელი და გვარი კარგად ისწავლოთ”

“კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, 3 ყვითელი აკიდა, 2 ცვლილება გააკეთებინა, თუმცა დღეს მაინც არ მომეწონა”

“როცა მას ბურთი აქვს, უბრალოდ, ყველაზე საშიშია ამ პლანეტაზე”

“კვარაცხელიამ “მილანის” ნახევარი დაცვა ააწიოკა, პიოლის 2 ცვლილება გააკეთა მეორე ტაიმზე, მაგრამ დღეს მისი დღე არ იყო”

“ყველაზე მეტად ეს ბიჭი მომწონს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ბურთი 17-ჯერ დაკარგა”

“დავიჯერო, მალდინი ახლა რას შვება? რას ფიქრობს? არ ჰქონდა კალაძის ნომერი, რომ დაერეკა და ეს ქართველი ჩვენთან ყოფილიყო?”

“მის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მატჩში, კიაერსა და კალაბრიას ყვითელი აკიდა და პენალტი მოიპოვა. ასე იბადებიან ლეგენდები!”

წყარო: fanebi.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა