თეგებით ძიება
19. 09. 2022 სპორტი

"კვარა ფენომენია. მე მას ვეუბნები..." - რას ამბობს "ნაპოლის" მცველი, ჟუან ჟესუსი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

იტალიის საფეხბურთო კლუბის, "ნაპოლის“ მცველმა, ჟუან ჟესუსმა თანაგუნდელ, ხვიჩა კვარაცხელიას "ფენომენალური" უწოდა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს ყოველთვის ერთ რჩევას აძლევს:

„კვარა ფენომენია, რომელიც მოედანზე სიამოვნებას იღებს. მე მას ვეუბნები, რომ სიამოვნების მიღება გააგრძელოს, დრიბლინგი ყოველთვის გააკეთოს, რადგან ეს მისი თვისებებია და თუ ასე გააგრძელებს, ძალიან კარგად ითამაშებს“, - თქვა ჟუან ჟესუსმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 21 წლის ქართველი ნახევარმცველის აქტივში ყველა ტურნირზე 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 1 ოქტომბერს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

წყარო: exclusivetv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა