თეგებით ძიება
21. 09. 2022 სპორტი

კვარაცხელიაზე შეყვარებული ვარ - რას ამბობს იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე?

18 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანი" დაამარცხა (2:1).

"სან სიროზე" გამართული თამაშის შემდეგ, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და რადიო Rai-ს კომენტატორმა, რიკარდო კუკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელზე შეყვარებულია.

“სან სიროზე” გამარჯვება ადვილი არ იყო, “მილანი” საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, როგორც “ნაპოლი”. თუმცა, “აძურიმ” ძალიან კარგად გაუძლო წნეხს და მეორე ტაიმში კიდევ უფრო უკეთ ითამაშა. არ არის შემთხვევითი, რომ ეს გუნდი ლიდერია.

კვარაცხელიაზე შეყვარებული ვარ, მან გუშინაც დაამტკიცა, რომ ისეთი რამეები გაკეთება შეუძლია, რასაც საფეხბურთო მოედანზე იშვიათად ვხედავთ”, – განაცხადა კუკიმ.

ამ გამარჯვების შედეგად "ნაპოლიმ" 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ბერგამოს "ატალანტასთან" ერთად ლიდერობს. კვარას სეზონში შესანიშნავი მონაგარი აქვს - 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი.

წყარო: sportline.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა