თეგებით ძიება
21. 09. 2022 სპორტი

კვარაცხელიას მორიგი აღიარება - ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ტალანტების სიმბოლურ XI-ში მოხვდა

"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი წარმატება - ქართველი სპორტსმენი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ტალანტების სიმბოლურ XI-ში მოხვდა.

კერძოდ, Corriere dello Sport-მა და Delphlyx-მა, რომელიც გუნდებისა და ფეხბურთელების სტატისტიკა-ანალიზის პლატფორმა გახლავთ, ევროპის ტოპ 9 ჩემპიონატის საუკეთესო 23-წლამდელი ფეხბურთელებისგან სიმბოლური XI შეადგინეს, რომელშიც, სხვა გამორჩეულ ტალანტებთან ერთად, ნაპოლის ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თერთმეტეულში სერია A-ს ერთადერთი წარმომადგენელია.

კვარაცხელიას მორიგი აღიარება - ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ტალანტების სიმბოლურ XI-ში მოხვდა


წყარო: calcio.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა