TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ეს არის ნაკლი, რომელიც ხვიჩამ უნდა გამოასწოროს - რას ამბობს საფეხბურთო ექსპერტი კვარაზე?
  • ეს არის ნაკლი, რომელიც ხვიჩამ უნდა გამოასწოროს - რას ამბობს საფეხბურთო ექსპერტი კვარაზე?

    18 სექტემბერს, იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანი" დაამარცხა (2:1).
    კვარას ბოლო თამაშს, სადაც მისი მოპოვებული პენალტით პირველი გოლი გავიდა, საფეხბურთო ექსპერტები აფასებენ.


    კვარას შესანიშნავ თამაშს იტალიურ პრესაში არაერთი გამოხმაურება ჰქონდა, როგორც მედიის, ასევე ცნობილი საფეხბურთო სპეციალისტების მხრიდან.

    „ნაპოლის“ თამაშზე ქართველი ფეხბურთელის გავლენის შესახებ გავლენიანმა საფეხბურთო აგენტმა, ენრიკო ფედელემ ისაუბრა.

    „სან სიროზე გამართულ მატჩში მისი ყველა ფეხბურთელს ეშინოდა. ქართველ შემტევს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, რადგან მისი აჩქარებები თამაშზე დიდ გავლენას ახდენდა. მან სტეფანო პიოლის გუნდის დაცვის ხაზი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო.“ – განაცხადა ენრიკო ფედელემ.

    ხვიჩას შესახებ საფეხბურთო ექსპერტმა და „ნაპოლის“ ყოფილმა მეკარემ ჯენარო იეცომაც გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. მისი ეს შეფასება სხვებისგან მკვეთრად განსხვავებულია.

    „მე არ ვარ იმ ადამიანების სიაში, რომლებიც კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ. რა თქმა უნდა, მის შესაძლებლობებს ვაღიარებ და ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ზოგჯერ სწორ არჩევანს არ აკეთებს. ის ჯიუტად ცდილობს, პირადი გადაწყვეტილებების შესრულებას და ინდივიდუალურ თამაშს, რაც „ნაპოლის“ დაცვას ხშირ შემთხვევაში, საფრთხეში აგდებს. ეს არის ნაკლი, რომელიც უნდა გამოასწოროს, რათა დიდი ფეხბურთელი გახდეს. ქართველი ჩემპიონის არასწორი თამაშის გამო, „ნაპოლის“ რამდენჯერმე მოუწია სახიფატო გადაწყობა შეტევიდან დაცვაზე“, – განაცხადა იეცომ.

    წყარო: guria.tv
    მასალის გამოყენების პირობები
    703 ნახვა
    22-09-2022, 08:46