თეგებით ძიება

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:


ვერძი
ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. სამსახურში საინტერესო დავალებას მიიღებთ, რაც განვითარების კარგ შესაძლებლობას მოგცემთ. გამორიცხული არ არის სამოგზაუროდ წახვიდეთ და ახალი ადგილები მოინახულოთ. ახალი სიყვარული თქვენ ცხოვრებას შეცვლის.

კურო
ოჯახის უფროსი წევრი თქვენი წარმატებით იამაყებს. ჩადებული ინვესტიცია იმაზე კარგ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე გეგონათ. სამსახურში თქვენ შესრულებულ დავალებას უფროსების მხრიდან დიდი შექება მოყვება. მოგზაურობის გეგმები შესაძლოა შეცვალოთ.

ტყუპები
სამსახურში ყველაფერს დროულად ვერ შეასრულებთ და შესაძლოა შენიშვნა მიიღოთ. აკადემიურ სფეროში ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით ვითარდება. ინვესტიციის ჩადებამდე რისკები სწორად შეაფასეთ. რომანტიკული კუთხით კარგი დღეა და სასიამოვნო დროს გაატარებთ.

კირჩხიბი
ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრება თქვენ ფიზიკურ ფორმაზე დადებით გავლენას მოახდენს. უძრავი ქონების შესაძენად და ინვესტიციის ჩასადებად შესაფერისი დროა. კარგი იქნება თუ ოჯახის წევრებს მეტ დროს და ყურადღებას დაუთმობთ. ახალი ადგილების მონახულება და თავგადასავალი საინტერესო გამოცდილებას შეგძენთ.

ლომი
სამსახურში გამოიჩინეთ ინიციატივა და გამოთქვით საკუთარი მოსაზრება. სასურველი ფრომის მისაღებად კარგი იქნება თუ ფიზიკური აქტოვობით დაკავდებით. ოაჯახის წევრთან განსხვავებული შეხედულების გამო შესაძლოა იდავოთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ.


ქალწულ
ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. თუ თავს ცუდად გრძნობთ დაისვენეთ და საკუთარ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება მიაქციეთ. ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. სიყვარული ჰაერში ტრიალებს და მალე შეხვდებით თქვენ მეორე ნახევარს.

სასწორი
ჯანმრთელობის პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ზომების მიიღება მოგიწევთ. პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას განაგრძობთ. წვეულებაზე სასიამოვნო ადამიანს შეხვდებით, და კარგ დროს გაატარებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.

მორიელი
სწორი კვების დახმარებით თქვენს ფორმას შეინარჩუნებთ. აკადემიურ ფრონტზე ყურადღების ცენტრში მოექცევით. ჯანმრთელობის პრობლემები მალე მოგვარდება. სამსახურში ძალიან დამღლელი დღე გექნებათ, მაგრამ საღამოს სასიამოვნო ღონისძიებას დაესწრებით.

მშვილდოსანი
მოგზაურობა საოცარი ემოციით აგავსებთ. ოჯახში არსებულ უთანხმოებას მარტივად ვერ მოაგვარებთ. ახალი დიეტა თქვენ ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას მოახდენს. თქვენი შრომა საბოლოოდ სასურველ შედეგს მოგიტანთ. ახალი ურთიერთობისთვის ჯერ მზად არ ხართ.

თხის რქა
აკადემიურ სფეროში ბევრ წინააღმდეგობას შეხვდებით. წარმატების აღსანიშნავად კაგრია წვეულება გამართოთ. მემკვიდრეობით შესაძლოა დიდი ქონება მიიღოთ და თქვენი ფნანსური მდგომარეობა გამოსწორდეს. დიდი ხნის უნახავ მეგობართან შეხვედრა წარსულის მოგონებებში გამოგზაურებთ.

მერწყული
სამსახურში აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა უნებლიეთ კოლეგას არ აწყენინოთ. უმჯობესია ახალი შემოსავლის ძიება დაიწყოთ, რათა კრიზისულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. მოგზაურობისას საინტერესო ადგილებს და ადამიანებს გაიცნობთ შესაძლოა მცირე ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ.

თევზები
თქვენი გამოცდილება და შრომისმოყვარეობა როგორც კარიერულ ისე აკადემიურ სფეროში დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურ საკითხებს სათანადო ყურადღება დაუთმეთ და ყველას ნუ ენდობით. საქმიანი შეხვედრა სამწუხაროდ სასურველი შედეგით არ დასრულდება. საყვარელი ადამიანი თქვენზე განაწყენდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა