თეგებით ძიება
02. 10. 2022 სპორტი

ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისოდ ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძის მხრიდან ფედერაციისადმი მუქარის შემცველი აუდიოჩანაწერის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.


"გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. უპირველესად, გვინდა, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და აღვნიშნოთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესია, ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია.


მსგავს სიტუაციაში, თითოეული ადამიანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაუყონებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად.


ჩვენთვის თითოეული მოთამაშის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმთავრეს პრიორიტერს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოს რეაგირებისთვის. ფეხბურთის ფედერაცია, თავის მხრივ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებს გამოძიებასთან.


ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება, შევქმნათ მათთვის შესაბამისი გარემო და ხელი შევუწყოთ ეროვნული ნაკრების წარმატებას. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარეშე ფაქტორებმა ზეგავლენა არ მოახდინოს გუნდის ერთიანობასა და წარმატებაზე," - ნათქვამია განცხადებაში.


დღეს აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ის თქმით გამოძიება ერთ-ერთი მედიასაშუალების იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყეს, სადაც საუბარი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველ შინაარსის გზავნილებზე.


შსს-ის ცნობით, წარსულში ნასამართლევი პირის ნ.ნ- ს მიერ, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა