თეგებით ძიება
03. 10. 2022 სპორტი

როდესაც კვარაცხელია ბურთს ურტყამს, მთელი საქართველო ჩერდება... მან ფეხბურთის არსი დააბრუნა, რომელიც თითქმის დაკარგულია - იტალიური მედია

"როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ბურთს ურტყამს, მთელი საქართველო ჩერდება" - წერს იტალიური საფეხბურთო გამოცემა Liberro საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოწვეყნებულ სტატიაში.

იტალიური მედიასაშუალება 21 წლის ქართველი შემტევის გარშემო არსებულ აჟიოტაჟს მიმოიხილავს და საქართველოს ნაკრებსა და ქართულ ფეხბურთში არსებულ წარმატებაზე საუბრობს.

“როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ბურთს ურტყამს, მთელი საქართველო ჩერდება. კვარას ძალიან ფართო მხრები აქვს, რადგანაც ძალიან დიდი ზეწოლა უწევს. 21 წლის ასაკში მისი მისამართით არსებული მთელი საფეხბურთო საზოგადოების ზეწოლა შესაძლოა დამთრგუნველი იყოს. მაგრამ ის ამის მიუხედავად ძლიერად დგას და მუჰამედ ალის გაკვეთილებს ითვალისწინებს.

საქართველოს ნაკრებშიც კი ის ძალიან ძლიერად თამაშობს და ქართველი ხალხის ენთუზიაზმს ძალიან მაღლა წევს. ამის დამადასტურებელი გასაოცარი ფაქტია: 55 ათასი ბილეთი თბილისში მხოლოდ მისი თამაშის სანახავად 24 საათში გაყიდეს. მან ყველას გადაუხადა მადლობა საქართველოს წარმატებებით და ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურებით. ეს არის ემოციებსა და გრძნობებზე დაფუძნებული ფეხბურთის არსი, რომელიც ახლა თითქმის დაკარგულია”, – წერს იტალიური Libero.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება.

წყარო: live.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა