4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:
ვერძი
თუ კარიერულ ცვლილებებს გეგმავთ, ამ ინფორმაციას ყველას ნუ გაუზიარებთ. ფინანსურ პრობლემებს სათანადო ყურადღება მიაქციეთ. ახალი გამოწვევები თქვენ უნარებს განავითარებს. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულში დარჩება. მოულოდნელ გარემოში საინტერესო ადამიანს გაიცნობთ.
კურო
ოჯახის წევრთან კამათი გულს გატკენთ. მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. აკონტროლეთ თქვენი იმპულსები და არ ჩაერთოთ კონფლიქტში. სამუშაო ადგილზე უფროსების მხრიდან ზეწოლა გაიზრდება. ეცადეთ ფოკუსირდეთ თქვენ აწმყოზე. შესაძლოა კოლეგის მიმართ გრძნობები გაგიჩნდეთ.
ტყუპები
თქვენი რჩევა ოჯახის წევრს ფინანსური კრიზისის მოგვარებაში დაეხმარება. მოგზაურობის გეგმები პირადი პრობლემების გამო შესაძლოა შეცვალოთ. პროფესიული კუთხით საინტერესო დღე გექნებათ. აკადემიურ ფრონტზე ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით განვითარდება.
კირჩხიბი
კარგი დროა თქვენი ყველა სურვილი და ოცნება განახორციელოთ. მოგზაურობა ძალიან დამღლელი აღმოჩნდება. ოჯახის მხრიდან დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ. ყველას აჩვენეთ და დაუმტკიცოთ თქვენი შესაძლებლობები. საყვარელ ადამიანთან გატარებული დრო ბედნიერებით აგავსებთ.
ლომი
ფინანსური კრიზისი მალე მოგვარდება და თქვენი შემოსავალიც გაიზრდება. გამორიცხული არ არის ოჯახის წევრებთან სერიოზული უთანხმოება მოგივიდეთ. თუ შვებულებას გეგმავთ წინ დაუვიწყარი თავგადასავალი გელით. თაყვანისმცემელი თქვენი გულის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.
ქალწული
ახალი გარიგება თქვენ შემოსავალს საგრძნობლად გაზრდის. დროა, მომავალზე ორიენტირდეთ და განვითარდეთ. მოგზაურობა საინტერესო თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება. დღეს ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განხორციელდება. თუ სიყვარულს ეძებთ მას აუცილებლად იპოვით.
სასწორი
სამსახურში ახალ პოზიციას შემოგთავაზებენ. უძრავი ქონების შესაძენად შესაფერისი დროა. თუ სტრესისგან განთავისუფლება გინდათ წადით სამოგზაუროთ. ვარჯიში კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ახალი ურთიერთობა თქვენ ცხოვრებას აზრს შესძენს.
მორიელი
თუ წონის პრობლემა გაწუხებთ, დაიწყეთ ჯანსაღი კვება. აკადემიურ ფრონტზე თქვენი წარმატების შანსი გაიზრდება. სამსახურში უმჯობესია თქვენი პრიორიტეტები გადააფასოდ. საღამოს შესაძლოა, წვეულებაზე აღმოჩნდეთ და კარგად გაერთობით.
მშვილდოსანი
ბიუჯეტის სწორი დაგეგმვით ბევრ ფულს დაზოგავთ. ქონებრივი დავა საბედნიეროთ თქვენი გამარჯვებით დასრულდება. კონცენტრირდით თქვენ მომავალზე. რეგულარული ვარჯიში სასურველ ფორმას შეგინარჩუნებთ. საღამოს რომანტიკულ ატმოსფეროში გაატარებთ.
თხის რქა
მზარდი შემოსავალი სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას შეგინარჩუნებთ. ჯანმრთელობის პრობლემები მალე მოგვარდება. პროფესიული კუთხით წინ წახვალთ. საქმიანი მოგზაურობა სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. სიყვარული დღეს გაგილამაზებთ.
მერწყული
ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა თქვენ განწყობაზე დადებითად აისახება. ფინანსურად სწორი ნაბიჯების გადადგმით კარგ შემოსავალს მიიღებთ. ახალი სამსახური მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მოგიტანთ.
თევზები
რთულ სიტუაციაში მარტივად შეძლებთ გამოსავლის პოვნას. იოგის და მედიტაციის დახმარებით სულიერ სიმშვიდეს მიაღწევთ. ქონების გასაყიდად შესაფერისი დროა. საღამოს მეგობთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.