თეგებით ძიება
04. 10. 2022 სპორტი

როგორ ვაპირებთ კვარაცხელიას გაჩერებას? - "აიაქსის” მწვრთნელი გეგმებს ამჟღავნებს

საფეხბურთო კლუბ "აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ალფრედ შროიდერმა მატჩის წინ, "ნაპოლის" ქართველ" გრემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განმარტავს, თუ როგორ აპირებენ მის შეჩერებას.

"ვფიქრობ, რომ კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის ამ სეზონში მარცხენა ფლანგზე მშვენივრად თამაშობს და ბევრი ინდივიდუალური თვისება აქვს.

როგორ ვაპირებთ მის გაჩერებას? გუნდურად უნდა ვითამაშოთ. კვარაცხელია ზელინსკისთან კარგადაა შეთამაშებული, მის წინააღმდეგ თავი გუნდურად უნდა დავიცვათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ,,ნაპოლი” ტოპ დონის კლუბია. ლობოტკას, ზიელინსკისა და ჩვენი ქართველი მეგობრის (კვარაცხელია) ტრიო ნამდვილი ფეხბურთია,” – განაცხადა შროიდერმა.

შეგახსენბთ, დღეს 23:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "აიაქსსს” დაუპირისპირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა