თეგებით ძიება
08. 10. 2022 სპორტი

"ხვიჩას შეჩერება? ეს ძალიან..." - რას ამბობს ლუკა ლოჩოშვილი კვარაზე?

ქართველი ფეხბურთელები, ლუკა ლოჩოშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, რომლებიც იტალიურ კლუბებში თამაშობენ, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.


აღნიშნულ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ლოჩოშვილი ადგილობრივ "La Gazzetta dello Sport"-ს ესაუბრა და თანამემამულეზეც ისაუბრა:

"მე და ხვიჩა მეგობრები ვართ - კარიერა ორივემ დინამო თბილისში დავიწყეთ და ახლა საქართველოს ნაკრებშიც ერთად ვთამაშობთ, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს.

მისი პროგრესი აშკარაა და დარწმუნებული ვარ, რომ ნაპოლის დონის გუნდი თავის უკეთ წარმოჩენაში დაეხმარება - ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი გახდეს.

მისი შეჩერება? ეს ძალიან რთული იქნება. გუნდურად და ინდივიდუალურად მეტოქე კარგად უნდა შევისწავლოთ, რომ კვარაცხელიას შეჩერება მოვახერხოთ", - განაცხადა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს, იტალიის სერია ა-ს მე-9 ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზეს" დაუპირისპირდება.

წყარო: sportline.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა