თეგებით ძიება
09. 10. 2022 სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 73კგ წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობს. ქართველმა შეჯიბრების ნახევარფინალში აზერბაიჯანელი საიდ მოლაი გაფრთხილებებით დაამარცხა და ტურნირის ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბელგიელ მატიას კასეს შეხვდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდ არის. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ტურნირის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, მაგრამ ისიც უმედლოდ დარჩა. გუშინ კი მსოფლიო პირველობაზე ორმა ქართველმა – მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) რეპეშაჟიში დათმეს ორთაბრძოლები და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა