თეგებით ძიება
10. 10. 2022 სპორტი

"მე-3 გოლი ხვიჩას დამსახურებაა...რაც ამ საღამოს ლოზანოსთვის გააკეთა, აუცილებლად უკან დაუბრუნდება" - რას ამბობს სპალეტი კვარაზე?

"ნაპოლის" მიერ "კრემანოზეს" დამარცხების შემდეგ, გამარჯვებული სუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი შეაქო.

„კრემონეზეს“ სატურნირო მდგომარეობა გუნდის რეალურ ძალებს არ ასახავს, ამიტომ ეს მართლაც რთული მატჩი იყო. მესამე გოლი კვარაცხელიას დამსახურებაა, მან შექმნა. ეს იგივეა, გოლი მას გაეტანა. რაც ამ საღამოს მან ლოზანოსთვის გააკეთა, აუცილებლად უკან დაუბრუნდება. არ იყო პენალტი? როგორც მე სათადარიგოთა სკამიდან დავინახე, ეს პენალტი იყო. ხვიჩას მიმართ მთელი თამაში ხელებით ეუხეშებოდნენ. მითხრა, რომ ასე თამაში დაუშვებელია. ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ბოლომდე ვერ აღიქვა, როგორ ფეხბურთს თამაშობენ აქ,“ - ამბობს „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი.

ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ მატჩი 4:1 მოიგო. ხვიჩა კვარაცხელიამ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთი პენალტიც მოიპოვა.[left][/left]


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა