თეგებით ძიება
10. 10. 2022 სპორტი

კვარაცხელიას მთელი მატჩის განმავლობაში ხელებით აჩერებდნენ - ლუჩანო სპალეტი

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „კრემონეზესთან“ მოგებული მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ჩემთვის ეს მაშინვე ცხადი იყო, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო. კვარაცხელიას მთელი მატჩის განმავლობაში ხელებით აჩერებდნენ. ხვიჩა ამბობდა, რომ რაღაც ცუდი საქციელებით ცდილობდნენ მის გაჩერებას“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა გუნდის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად მოთამაშეთა მოტივაცია დაასახელა.

„მე მაქვს განცდა, რომ გუნდი არასდროს კარგავს მოტივაციას. გუნდი, რომელიც, ყველაფერი კარგად რომ იყოს, მაინც მოსაგებად გადის და ამ მოტივაციას არ კარგავს“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „კრემონეზესთან“ პენალტი მოიპოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა