თეგებით ძიება
10. 10. 2022 სპორტი

წელს ნეაპოლურ გუნდს მარცხენა ფლანგზე ჰყავს მოთამაშე, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს მატჩის ბედი - რას ამბობს იტალიელი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე?

ყოფილმა, იტალიელმა ფეხბურთელმა, ალდო სერენამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

"კვარაცხელია? მე ამ ფეხბურთელს არ ვიცნობდი და მხოლოდ წელს დავიწყე მისი თამაშის ყურება. ის სხვა დროის, 70-იანი წლების ფეხბურთელია.

ჩვეულებრივ, მწვრთნელები ამ თვისებების მქონე ფეხბურთელებს გალიაში აქცევენ, მაგრამ მეჩვენება, რომ სპალეტს უბრალოდ მისგან მეტ დისციპლინას ითხოვს.

წელს ნეაპოლურ გუნდს მარცხენა ფლანგზე ჰყავს მოთამაშე, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს მატჩის ბედი" , - თქვა სერენამ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 9 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.


წაყრო - goal.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა