თეგებით ძიება
11. 10. 2022 სპორტი

პირადად ჩემთვის, ეს ფეხბურთელი ყველანაირი ლოგიკის მიღმაა და არ ვიცი, „ნაპოლიში“ დიდხანს დარჩება თუ არა - ანტონიო კასანო კვარაცხელიაზე

"ინტერისა“ და „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"აღარ ვიცი, ამ „ნაპოლისთვის“ რა ეპითეტი გამოვიყენო. ლუჩიანო სპალეტის გუნდი 10-დან 10-ზე თამაშობს და ქებას კვარაცხელიაც იმსახურებს. ქართველი ფეხბურთელი ყოველ მესამე დღეს განსხვავებას ქმნის. იგი ნეაპოლში 2 თვის წინ გადავიდა, იტალიური არ იცოდა და საოცრებებს აკეთებს.

ხვიჩამ რთული როლი ჩაიბარა და ინსინიეს შემცვლელის სტატუსი მიიღო. ეს მოხდა ახალ ჩემპიონატში და გუნდში, სადაც თანაგუნდელებსაც არ იცნობდა. მიუხედავად ამისა, ყოველ მესამე დღეს, ყველა შეხვედრაში განსხვავებას ქმნის და არ მეგონა, ასეთი ფენომენი თუ იყო. ამ წუთისთვის, ყველა მატჩში ან გოლი გააქვს, ან საგოლე გადაცემას აკეთებს. პირადად ჩემთვის, ეს ფეხბურთელი ყველანაირი ლოგიკის მიღმაა და არ ვიცი, „ნაპოლიში“ დიდხანს დარჩება თუ არა“, - განაცხადა ანტონიო კასანომ Bobo Tv-ს ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა