თეგებით ძიება
11. 10. 2022 სპორტი

ხვიჩას წარმომავლობას აგდებულად უყურებნდნენ... - რას ჰყვება ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

სანიოლის თქმით, მან ხვიჩას ტრანსფერი საფრანგეთის ლიგა 1-ის არაერთ კლუბს შესთავაზა, თუმცა მათგან მხოლოდ დამცინავი დამოკიდებულება მიიღო.

"ხვიჩას წარმომავლობას აგდებულად უყურებნდნენ... ისიც კი შემომთავაზეს მისთვის ლათინური მეტსახელი შემერჩია, რათა უკეთ წარმედგინა. ერთ-ერთის მათგანის ნათქვამი ახლაც მახსოვს: "კვარაცხელია რომ ჩემს პრეზიდენტს შევთავაზო, სამსახურიდან გამაგდებსო", - განაცხადა სანიოლიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა