თეგებით ძიება
12. 10. 2022 სპორტი

"კლუბში სტაფის ყველა წევრმა იცის, რომ მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს" - რას წერს ბუდუ ზივზივაძე?

უნგრულმა "ფეჰერვარმა" ბუდუ ქართველი ფეხბურთელი, ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მინიმუმ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე მეორე გუნდში ვარჯიში მოუწევს.

სპორტსმენმა განმარტავს თუ რატომ გააკეთა ის ჟესტი, რის გამოც ზოგმა ადამიანმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და მწუხარებას გამოთქვამს ამის გამო.

"სურს, კლუბ ფეჰერვარის და ჩემ გულშემატკივრებს ვუთხრა სრული სიმართლე, რომელიც 10 ოქტომბერს უიპეშტთან მატჩის შემდეგ მოხდა.
თამაშის დასრულებისას სტუმარი გუნდის ქომაგებისადმი პატივისცემის გამოხატვამ ჩვენი კლუბის გულშემატკივართა განაწყენება გამოიწვია, რომელიც ჩემთვის გასაგებია. რაც შეეხება მაისურის გაცვლას, ჩემ ყოფილ თანაგუნდელს გავუცვალე მაისური და გაუცნობიერებლად და ინსტიქტურად გადავიცვი ტანზე. ამ ქმედებამ ფეჰერვარის გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს არ ყოფილა არც რაიმე სახის პროვოკაცია და არც წინასწარ დაგეგმილი ქმედება. თუ ვინმე ამ კონკრეტული ქმედებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ბოდიშს ვუხდი.

ახლაც გულწრფელი ვარ და მაშინაც გულწრფელი ვიყავი, როდესაც უიპეშტში თამაშის დროს ფეჰერვარის კარში გატანილი გოლი არ აღვნიშნე, რადგან ჩემთვის ფეხბურთი და გულშემატკივარი განუყოფელი ნაწილია. კლუბში სტაფის ყველა წევრმა იცის, რომ მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს. ყველა იქ მომუშავე ადამიანი განსაკუთრებულია და მათ გარეშე ეს კლუბი ვერ იარსებებდა.

მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ ჩემი კლუბისთვის, არ აქვს მნიშნვნელობა სასტარტო შემადგენლობაში ვარ, თუ მხოლოდ რამდენიმე წუთით შევდივარ მოედანზე. მჯერა, რომ გულშემატკივრები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ჩვენი კლუბი სწორად გაიგებენ ჩემ ნათქვამს და ფეჰერვართან ერთად კიდევ ბევრი სასიამოვნო საფეხბურთო საღამო გვექნება.

კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში ვუთხრა მათ, ვინც ჩემი ჟესტის გამო დამცირებულად იგრძნო თავი. განსაკუთრებით, RBD ულტრასებს, ჩვენი კლუბის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს", - წერს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი.







თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა