თეგებით ძიება
13. 10. 2022 სპორტი

"მინდა გამოვყო კვარაცხელიას მუშაობა... ყოჩაღ!" - რა განაცხადა მატჩის შემდეგ სპალეტიმ კვარაცხელიაზე?

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ "აიაქსთან" მოგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა ქვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი დაცვაში კარგად თამაშისთვის შეაქო.

"ბიჭებმა ნეაპოლელი ხალხი გაახარეს და მათი სიამაყის განცდა აამაღლეს. ჩემპიონთა ლიგა შეცდომებს არ გაპატიებს, როგორც კი ტემპს მოუკლებ, დაისჯები და დღეს აიაქსმა სწორედ ეს გააკეთა, რადგან კარგი გუნდია. მინდა გამოვყო კვარაცხელიას მუშაობა დაცვაში, ის ჩვენს საჯარიმომდე ძალიან კარგად მოჰყვებოდა მეტოქეებს, ეს მნიშვნელოვანია. კვარამ დაცვითი ფუნქციები ძალიან კარგად შეასრულა, ყოჩაღ!" - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "ნაპოლიმ" "აიაქსი" 4:2 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და სპეციალური პრიზი გადასცა.

წყარო: europop.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა