თეგებით ძიება
13. 10. 2022 სპორტი

ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს და დიდი ფენომენია - რას ამბობს “აიაქსის” მწვრთნელი ხვიჩა კვარაცხეიაზე?

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, “ნაპოლიმ” “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, საფეხბურთო კლუბ "აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ალფრედ შროიდერმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომელმაც აღნიშნულ მატჩში თავი საგოლე გადაცემით და გატანილი გოლით გამოიჩინა.

“ხვიჩას ნაპოლიში გადასვლის შემდეგ ვაკვირდებოდი, აქამდე მასზე ბევრი მსმენია. დღეს ის ფენომენალური იყო, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს და დიდი ფენომენია. სწორედ ამიტომაც მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება.”, – ალფრედ შროიდერი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა